|
2018-11-06 12:32:07, 1778 ნახვა
კომენტარი
ვიცე-პრემიერი ოთარ ფარცხალაძის დაკავებას არ გამორიცხავს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკავებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში ფარცხალაძესთან მიმართებაში არსებობს. "არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გაქვს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის წარდგინებას არ დათანხმებია სასამართლო. ეს არის სწორედ რომ მართლმსაჯულების პრინციპი, სადაც პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის მისაღები სტანდარტით წარუდგინონ ბრალი და დაამტკიცონ ბრალი, და სადაც უკვე სასამართლოს უფლებამოსილებაა განიხილოს ყველა წარმოდგენილი არგუმენტი და მან იმსჯელოს ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით. მანამდე პრეზუმფცია უნდა დავიცვათ ყველამ და წინასწარ არ დავაბრალოთ ადამიანს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)