|
2018-11-05 15:59:57, 1471 ნახვა
კომენტარი
გორში მოკლული ბავშვის ბაბუის თქმით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა მის შვილიშვილს გადაუღო
გორში მოკლული 9 წლის გოგონას ბაბუა ხვიჩა ბერიაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მის შვილიშვილს გადაუღო. როგორც ბერიაშვილმა აღნიშნა, მან ვიდეოს შინაარსი ჯერ არ იცის, თუმცა სურს, რომ გამოძიებამ ეს ჩანაწერი აჩვენოს. „რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება. არ ვიცი, უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ არ ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე და თუ ეგრე არ იქნება გორელების იმედი მაქვს. მე მთელ საქართველოს ვეუბნები და გორიდან ვიწყებ, რომ მარტო არ დავრჩე და ნანიკოს მივხედოთ“, - ამბობს ხვიჩა ბერიაშვილი. ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი 24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძე დააკავა. დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 109-ე მუხლით მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამაძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელოას გულისმობს. მოგვიანებით ნებიერიძის ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც დაემატა. აღნიშნული მუხლი ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)