|
2018-11-05 15:58:34, 1398 ნახვა
კომენტარი
კალაძე: არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული
„არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. იგი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის თავჯდომარემ სწორი აქცენტები დასვა. „ხშირად თქვენ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა მიზანმიმართულადაც, ხომ ვიცით ეს ყველაფერი. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ხომ მეთანხმებით ამაში?-მეთანხმებით. ცოტა სხვაობით, მაგრამ მაინც მოიგო. რაც შეეხება, მეორე ტურს, მეორე ტურში დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოების განწყობას, მე ამაზე ვისაუბრე არჩევნების მეორე დღესვე, რომ ეს იყო პასუხი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ, გარკვეული გზავნილი, ჩვენ ვისაუბრეთ რომ არის გარკვეული თემები, რომელიც გარკვეულ მღელვარებას გამოხატავს საზოგადოებაში. არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)