|
2018-11-05 15:40:02, 1334 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი მართვის სისტემებს ეფექტურად დაალაგებს
„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის არის ის ადამიანი, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება, რომ მართვის სისტემებს ეფექტურად დაალაგებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიდეომიმართვას. როგორც მან აღნიშნა, ერთობის განცდამ ბოლო პერიოდში ძალიან მოიკოჭლა და პარტიული მართვის სისტემა შეირყა. ,,მართვის ვერტიკალი მოშლილია და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე სულ რამოდენიმე თვის წინ, გარდა პოზიტივისა, იმის მომასწავებელიც იყო, რომ მძლავრი მუშაობა სჭირდება ამ ხარვეზების გამოსწორებას. ძალიან ბევრი სამართლებრივი ნაწილია მოსაგვარებელი. უშველებელი რაოდენობა სისხლის სამართლის საქმეებისა დაგვხვდა და საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ გაღატაკებული ხალხის, მაგრამ ამ საკითხების მოგვარებასაც გაცილებით სწრაფი მოქმედებები სჭირდება, რასაც აუცილებლად, უნდა ითქვას, რომ მოისაკლისებს ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება. ამისთვის საჭიროა მობილური ჯგუფების შექმნა და მართვის სისტემის გადალაგება. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის არის ის ადამიანი, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება, რომ მართვის სისტემებს სწორედაც ეფექტურად დაალაგებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)