|
2018-11-05 15:05:39, 1523 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - ყველაფერი, რაც 2012-მა წელმა მოიტანა, სასწორზე დევს
ყველაფერი ის, რაც იყო დიდი ბრძოლის შედეგად 2012 წელს მოტანილი, დევს სასწორის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძალა, არამედ, სამწუხაროდ რევანშისთვის და ამ ყველაფრის გასათელად მომართული გაერთინება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის დაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას გუსწრფელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პარტიის თითოეულმა წევრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა არ დაიკარგოს ის, რაც ქვეყანას 2012 წლის არჩევნებმა მოუტანა. ,,ეს არის ერთის მხრივ, ძალიან გულწრფელი და ობიექტური ანალიზი რეალობის. იმ შეცდომების და იმ პრობლემების დანახვა, რასაც ხედავს მმართველი პარტია და ვხედავთ ჩვენ ყველა, რაც არის დარჩენილი, რაც არის გადასაწყვეტი, რაც არის წუხილი ჩვენი მოქალაქეების. ყველაფერი ის, რაც იყო დიდი ბრძოლის შედეგად 2012 წელს მოტანილი აი ის დევს სასწორის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძალა, არამედ, სამწუხაროდ რევანშისთვის მომართული და ამ ყველაფრის გასათელად მომართული გაერთინება, ჯგუფი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ყველაფერ იმას,რაც 2012- მა წელმა მოიტანა. ყველამ თავის სფეროზე ეს პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ და არა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ის ისევ იღებს თავის თავზე ამ ძალიან დიდ ტვირთს და პასუხისმგებლობას, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს და ამ პასუხისმგებლობით ესაუბრება მოქალაქეებს’’,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა იხილეთ აქ
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)