|
2018-11-05 13:37:42, 1443 ნახვა
კომენტარი
უგულავა: ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო
"ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას Facebook-ის საკუთარ გვერდზე. უგულავას თქმით, ივანიშვილის განცხადებამ მას წარსული გაახსენა. "ერთ ერთი საეტაპო არჩევნების წინ, როცა ხალხი ჩვენზე ლეგიტიმურად გაბრაზებული იყო, შემოგვიტანეს ბილბორდების დიზაინი. კახი კალაძე და ბევრი "ორმოჩდარვა" იყო ზედ გამოხატული. ჩვენი ამერიკელი კონსულტანტის პირველი სამუშაო დღე იყო. დახედა დიზაინს და ნაგვის ყუთში ჩაყარა. ეს ხალხი დამალეთ და ხალხს გაჭირვებაზე ესაუბრეთ, უფრო კი მოუსმინეთ. ეტყობა ამათაც ჩამოიყვანეს თავის "როზნერი". ისევ წარსული გამოცდილებიდან გეტყვით. ლაპარაკით დაპირების ლიმიტი უკვე ამოწურეთ. ახლა პენსიაზე და სოცდახმარებაზე საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაა - მიიღებენ, გაუხარდებათ, მაგრამ მაინც დაგსჯიან. არაფერს არ ეუბნები მომავალზე ხალხს, გარდა ოცნების ძველი გვარდიას საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაგასაქმებისა და ტენდერებზე ხელის მოთბობისა. აქაც მოქრთამვა. მოკლედ, ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო. ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს მთავრობა თუ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ ეხლა. სხვა ყველა გზა ოცნების ალეწვაა", - წერს გიგი უგულავა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)