|
2018-11-03 17:52:40, 1693 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: ჩემთვის ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს
„ივანიშვილს რა აქვს ჩემზე სათქმელი ეგ მაინტერესებს, იმდენი ბრალდება წამოვიდა პირადად მისგან ვეღარ დავთვალე, თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა, სადაც ამ წუთებში შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც სარალიძემ აღნიშნა, დაუპირისპირდება ნებისმიერ ადამიანს, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს. „ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს სათქმელი ეგ მაინტერესებს, სადაც მადანაშაულებს, რომ „ნაციონალების“ კოორდინატორი იყოო, „ნაციონალებს“ უნახავს ადგილსო. იმდენი ბრალდებელი წამოვიდა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან, ვეღარ დავთვალე უკვე. თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს. რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს. თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში. არ ეყოთ ამდენი ტალახის სროლა?! ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)