|
2018-11-03 15:51:10, 1601 ნახვა
საზოგადოება
ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ახალქალაქის ინციდენტისას დაშავებულები საავადმყოფოს არ ტოვებენ
ახალქალაქის ინციდენტში მონაწილე 5 პირს, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ მზარდამჭერები არიან, სისხლისსამართლებრივი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ 2 წევრს ადმინიტრაციული პაუხისმგებლობა განესაზღვრათ. დაშავებული 4 პირი ამ დრომდე თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტების გაწერა უკვე შეიძლება. ამასთან, პარტია “ნაციონალური მოძრაობი” ლიდერები ითხოვენ, რომ მათი მხარდამჭერები სამედიცინო დაწესებულებაში დარჩნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული პაციენტები ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებენ. თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის მედ-პერსონალი მათი საავადმყოფოდან გაწერის რეკომენდაციას იძლევა. "3 დღის განმავლობაში 4 პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, გუშინ ყველა მათგანს ჩაუტარდა განმეორებითი მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის რევიზია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. პაციენტების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციებით ყველა მათგანს შეუძლია ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობის გაგრძელება. მსგავსი დიაგნოზების შემთხვევაში ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სახლში განაგრძონ მკურნალობის პროცესი. ტრავმებიდან გამომდინარე არცერთი პაციენტი არ საჭიროებდა ქირურგიულ მანიპულაციას. პაციენტების ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ახალქალაქში მოხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარრბის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით გრძელდება. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო განხილვა შესაძლოა დღეს ჩაინიშნოს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)