|
2018-11-02 14:10:47, 1340 ნახვა
კომენტარი
გახარია ახალქალაქის ინციდენტზე: დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, თუმცა, ბრალი წარედგინება ორივე მხარეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით პროცესი იმის გამო გაგრძელდა დროში, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, თუმცა დასძინა, რომ ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ბრალი წარედგინოს ორივე მხარეს. „ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს თუ არ ვცდები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტის კითხვას ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს, დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)