|
2018-11-02 13:36:37, 1037 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - დაიწყება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოში მოაქცევს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოაქცევს. როგორც კობახიძემ განმარტა, რა ფორმით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს "ჩარჩოში მოქცევა" ჯერჯერობბით უცნობია და ეს ტექნიკის საქმეა. "გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. გვქონდა საუბარი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით. არსებობდა გარკვეული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს როლის თაობაზე და ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად დავიწყებთ ძალიან კონკრეტული სახით მსჯელობას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ამ სფეროს რეგლამენტაციას და ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რა სფეროსაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად ნარკოტიკული პოლიტიკა. ესეც პრინციპული გადაწყვეტილებაა და უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. მიმართულება არის ნარკოტიკების ჩარჩოში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოქცევა. როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ეს ტექნიკის საქმეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)