|
2018-11-01 16:48:44, 727 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეცხოველეობის, ვეტერინარიის და რძის პირველადი დამუშავების საკითხებზე სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლების მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერეს, დარგში მიმდინარე სამუშაოებს და არსებულ პრობლემებს გაეცნენ. ფერმერებს რეკომენდაციები მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-მოშენების, ჯიშობრივი გაუმჯობესების, საკვები ნედლეულის დამზადებისა და დაბალანსებული საკვების შედგენის მიმართულებით მიიღეს. ყურადღება გამახვილდა ფერმებში არსებულ ვეტერინარულ-სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების, განსაკუთრებით საშიში ინფექციების მიმართ ბრძოლის ღონისძიებების და დაავადებების თავიდან არიდების, ასევე, უვნებელი და ხარისხიანი რძის წარმოებისა და გადამუშავების მექანიზმებზე. პროექტი „მობლური ექსტენცია” 2016 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და აგრარულ დარგში სიახლეების გაცნობაა. პროექტის ფარგლებში უკვე 14 ათასამდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია. მობილური ექსტენციის ფარგლებში, ფერმერებთან შეხვედრები 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში (სოფლები - დაბა ლენტეხი, ხოფური, ოყურეში, ორბელი, ჭრებალო, ბუგეული, სორი, უწერა, გლოლა) გაიმართება.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)