|
2018-11-01 16:42:13, 1292 ნახვა
კომენტარი
ჯორჯ კენტი: მოღალატე და ფაშისტი არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენოს. “ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა “მოღალატე” და “ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს. მიმაჩნია, კანდიდატები ერთმანეთს იდეების და საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალზე მათი შეხედულებების დონეზე უნდა შეეჯიბრონ", - განაცხადა კენტმა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში მედიის როლზე საუბრისას, კენტმა განაცხადა, რომ “ნებისმიერ საზოგადოებაში მედიის როლი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ვფიქრობ, კარგია შეხედულებების მრავალფეროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის მედია, რომლებიც განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებული ფორმის ინფორმაციას აჩვენებს". კენტმა დასძინა, რომ მედიას საზოგადოების ინფორმირებაში დიდი როლი აკისრია. “მოქალაქეების უფლებაა მედიისგან პროფესიონალიზმი მოითხოვონ. ბევრ ქვეყანაში მედია ხშირად მიმართავს საკუთარ ერთგულებას რომელიმე ფილოსოფიის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ და ეს იმის ნაწილია, რომ გაგებული იქნას, თუ ვის ხელშია მედია და ვისთან არის ის ასოცირებული", - განაცხადა პოლიტიკოსმა. გარდა ამისა მაღალჩინოსანმა 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამერიკა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა, იზიარებს. "საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ბევრი კანდიდატიდან აერჩიათ მომავალი პრეზიდენტი, რომელთა შორისაც ორმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე რაუნდში ჩვენი მოლოდინი იქნება, არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება - არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს - დაცული იქნება", - დასძინა ჯორჯ კენტმა.
პოლიტიკოსთან ინტერვიუ "ამერიკის ხმის ქართულმა ბიურომ" ჩაწერა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)