|
2018-10-31 14:45:47, 1751 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ახალქალაქის ინციდენტზე: ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ძალადობის ესკალაცია გაერთიანებული ოპოიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს. თალაკვაძემ საგა მოიეებო სტრუქტურებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. "ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას და მე მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ძალადობა არ არის ის ტექნოლოგიები, ნაციონალურ მოძრაობისგან განსხვავებით, რომელსაც თქვენც წარმოადგენდით წარსულში, რომლითაც ჩვენ არჩევნებში საერთოდ რაიმე შედეგს ვიღებთ. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას და გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია და ასევე, ყველამ ნახეთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ძალადობის ესკალაცია, ამ ორ სიტყვასაც ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ სხვა ფაქტზე იყო ეს შეფასებები გაკეთებული წინა დღეებში, ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როდესაც დემონტსრაციულად ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის რაც ჯერ-ჯერობით იკვეთება. ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა დამაჯერებლად და ადექვატური, პრინციპული რეაგირება მოხდეს მათ შორის ამ გარემოებაზეც, იმიტომ რომ ეს იყო როგორც გითხარით ძალადობის ესკალაციის წინაპირობა.’’- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)