|
2018-10-31 14:25:01, 1075 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი გორში ბავშვის მკვლელობაზე: შსს-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დადგენილია პირი და ის ბრალდებულია
დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, გორში მოკლული 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის და დამნაშავის დადგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. „მე მინდა გამოვეხმაურო ქალაქ გორში დატრიალებულ მძიმე ტრაგედიას, პატარა ბავშვის საზარელ მკვლელობას - ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რამაც ყველა ჩვენ შეგვძრა. თუმცა, ვიცით ყველამ ის, რომ ამ საქმეზე დაკავებულია პირი და მე მინდა სრულიად ოჯახს, ოჯახის ახლობლებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა, თუ გასამკაცრებელია კანონმდებლობა, უნდა გამკაცრდეს. თუმცა, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ აუცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ გაწეული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის, რომლებიც მათ აწარმოეს და ის, რომ დღეს დადგენილია უკვე პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი. უნდა დაველოდოთ სასამართლოს განხილვას და ეს პირი კანონის სრული სიმკაცრით უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)