00:30 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 13:35:39, 1082 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: მეორე ტური არის არჩევანი თავისუფალ და ძალადობრივ საქართველოს შორის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. რეგიონის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ მაქსიმალური მობილიზებითა და კომუნიკაციით „ქართული ოცნება" მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს.

 „დღეს თუ არის საქართველოში დემოკრატიის მაღალი ხარისხი, ეს პირველ რიგში არის მმართველი გუნდის ''ქართული ოცნების'' დამსახურება. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის და რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ მეორე ტურში, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომელიც იქნება არჩევანი თავისუფალ და ევროპულ განვითარებასა და ძალადობრივ და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის. მჯერა,  მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად იაქტიურებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპული განვითარების სასარგებლოდ. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევაზე" - აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაური.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics