|
2018-10-30 20:39:05, 1459 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურს დიდი უპირატესობით მოიგებს. კალაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, სალომე ზურაბიშვილს კი, პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა. „პირველ რიგში, მადლობა ყველას ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევანი დააფიქსირა. განსაკუთრებული მადლობა მხარდამჭერებს. პირველ ტურს რაც შეეხება, ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური. მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს პირველ ადგილზე გასვლა. ჩვენ ვართ გამარჯვებულები. რაც შეეხება მეორე, ტურს, ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნება მეორე ტურის თარიღი და ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის. მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)