|
2018-10-29 18:22:04, 1435 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზამ“ ნინგსიას კომერციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
"საქართველოს რკინიგზა" ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტისა და ჩინური ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სატვირთო მატარებლების მიმოსვლის განვითარების სფეროში თანამშრომლობა და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება ქ.ინჩუანიდან - ქ.თბილისში და უკუმიმართულებით. ოფიციალური დელეგაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მიიღო. ქართული და ჩინური მხარეების ერთობლივი ღონისძიება სასტუმრო "ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნეს სექტორის წარმოადგენლები, რომლებიც ექსპორტსა და იმპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში/დან ახორციელებენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სატრანსპორტო, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)