|
2018-10-29 12:30:20, 872 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ „ღია ბანკინგის“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Fuckup Nights Tbilisi გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ Fintech პლატფორმის მხარდაჭერით რიგით მეექვსე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან აქტუალურ და საინტერესო სფეროს- ფინანსური ტექნოლოგიების წარმოადგენლებსა და მათ პროფესიული მარცხის ისტორიებს დაეთმო. ღონისძიებაზე 4-მა სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომები. Fuckup Nights-ის მიზანიც სწორედ ისაა, რომ სხვისი შეცდომები, პროფესიული მარცხი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს და მის მონაწილეებს დაანახოს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი. Fuckup Nights-ის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს აერთიანებს. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს ბანკი განაგრძობს „ღია ბანკინგის“ განვითარების ხელშეწყობას და რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება- Bog fintech და ვებგვერდი www.fintech.ge ასევე, ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.
(R)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)