02:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 17:43:19, 909 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო „ედისონ რისერჩთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: 

„გვინდა გაცნობოთ  ინფორმაცია მედიით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლს:

„ედისონ რისერჩმა“, როგორც 2017 წელს ისე 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოს აცნობა ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ და მიმართა თხოვნით ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ცესკოს მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული კვლევების შესახებ, რათა კომისიებს მაქსიმალურად შეეწყოთ  ხელი ინტერვიუერებისთვის სამუშაოს შესრულებაში.  
ცესკომ გაითვალსიწინა კომპანიის თხოვნა და დროულად გაუგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას. ეს ინფორმაცია მარტივად შეიძლება გადამოწმდეს უშუალოდ „ედისონ რისერჩთან“, ვინაიდან აღნიშნული საინფორმაციო წერილის ასლი ასევე მიეწოდა თავად „ედისონ რისერჩს“.
 
„ედისონ რისერჩის“ მიერ არასდროს და არც პრეზიდენტის არჩევნების ეგზიტპოლებისთვის არ ყოფილა ცესკოსთვის მოწოდებული ინფორმაცია იმ შერჩეული უბნების შესახებ, სადაც ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ასევე შესაძლებელია  უშუალოდ დაადასტუროს „ედისონ რისერჩმა“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics