01:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 12:28:03, 936 ნახვა

პოლიტიკა
ცოდნისკარის მცხოვრები „ოცნების“ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებს

 სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ცოდნისკარის მაცხოვრებლის,ნუნუ ჯორჯაძის არჩევანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ზემოქმედება მოახდინეს. 

ორგანიზაციაში აცხადებემ, რომ მათ აიძულებდნენ ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ.

„სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს - ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს - ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჯორჯაძე ამბობს რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პრობლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძე ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა.

გარდა ამისა, დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების წინა ღამეს ცნობილი გახდა ასევე, გურჯაანისა და დედოფლისწყაროშიც“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics