|
2018-10-26 15:39:05, 1995 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - გორში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა
თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. კალაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. „გუშინ გორში ძალიან დიდი უბედურება, ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ყველას გვყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)