|
2018-10-26 14:36:17, 2310 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე ჩანაწერებზე: 28 ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ ამ სიბინძურეს
28 ოქტომბერს წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი გავრცელებული ჩანაწერების საკიტხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთი და იგივე წრეზე დადის. „კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩანაწერების მორიგი ციკლის დაწყება საქართველოში და მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ყელში ამოუვიდა ეს სიბინძურე, თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთი და იგივე წრეზე სიარული და აღარ უნდა დღევანდელი ცუდი ცხოვრების არჩევა მომავალი უარესობის და არეულობის შიშით. 28 ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ ამ სიბინძურეს. წერტილი დავუსვათ იმას, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით; წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ თურმე დღევანდელი ჭაობის და უძრაობის ალტერნატივა არის მხოლოდ არეულობა, ქაოსი და რევოლუცია. არ არის ასე! ჩვენ გვაქვს არჩევანი და მე ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს და ხალხს: აუცილებლად ამოვიყვანთ ქვეყანას ამ უძრაობიდან და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი არეულობის ყოვლეგვარი რევოლუციის ყოველგვარი შურისძიების გარეშე. ეს არის გზა წინ და სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ 28ოქტომბრის არჩევნები,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)