|
2018-10-26 13:29:29, 2487 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი სავარაუდოდ სააკაშვილი-ალასანიას ჩანაწერზე: მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია, მის ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი ლიკვიდაცია, „რაზეც ნოკა გვარამია ოცნებობს“, იოლი არ არის. „იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადგინდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს. ესენი ამაზე არიან წამსვლელი, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უკაცრავად და საზოგადოებას ვეტყვი, მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. მაგათ მაშინ ჰქონათ ძალა, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები, მთელი პოლიცია, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. არც იფიქროთ, წამსვლელები არიან, მაგრამ თუ ვინმეს რამის შიში გაქვთ, არაფრის შიში არ გქონდეთ. საკუთარი შარვლიდან ხტებიან ეს საცოდავი, ეს პატარა კაცები, კარგად თქვა კობახიძემ, სუსტი კაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს, მაღალია სააკაშვილი, მაგრამ პატარა კაცია. მე მაინც მოთმინებას გთხოვთ. ესენი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, გვარამიაც, კვესიტაძეც. მათ უნდა მოვექცეთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)