|
2018-10-25 18:38:54, 1485 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: ყველასთვის ნაცნობ პოლიტიკურ აქტორებს ვითარების უკიდურესად დაძაბვის მორიგი მცდელობა აქვთ
„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო, ზედმეტად კრიტიკული შეფასებები და მკვეთრი ტონალობა, მათ მიმართ რამდენიმე მაღალჩინოსნის მიერ გამოთქმული ხისტი შენიშვნებითა და კრიტიკითაა გამოწვეული“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს დაძაბულმა პოლიტიზებულმა გარემომ მოიცვა როგორც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედია. საფუძვლიანი და არგუმენტირებული კრიტიკა კი დემოკრატიის პირობებში, ყველასი და ყველაფრის შეიძლება, თუმცა ყურადსაღებია ამ კრიტიკის ფორმა და შინაარსი. „ადგილობრივ დამკვირვებელთა მინიშნებებში ხარვეზები ცხადია არის, რაც გარდამავლი დემოკრატიის მქონე პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია. თუმცა, ამ ხარვეზთა შინაარსითა და რაოდენობით არ იკვეთება მათი ამაღლების, მთლიანად საარჩევნო სისტემაზე განზოგადების სურათი"„ - განაცხადა აბაშიძემ. ანალიტიკოსის მოსაზრებით, არ უნდა ავყვეთ ზოგიერთი დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური ძალის ნარატივს და ერთმნიშვნელოვნად არ უნდა შევხედოთ ადგილობრივ დასკვნებს როგორც ტოტალურად ნეგატივს. “ტრადიციულად, ყველასთვის ნაცნობ პოლიტიკურ აქტიორებს ვითარების უკიდურესად დაძაბვის მორიგი მცდელობა აქვთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მათთვის ეს ერთგვარ ‘სავიზიტო ბარათად“ იქცა. რეკომენდაციები, რომლებსაც დამკვირვებლები იძლევიან, არ არის ბრალდება, განაჩენი და მიმართულია შეცდომის გამოსწორებისაკენ“, - განაცხადა გია აბაშიძემ.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)