|
2018-10-25 18:14:31, 1626 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ჩანაწერებზე: ჭორვილელ აფერისტს მართლა ჰგონია, რომ გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხალხს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ბიძასთან, თემურ ალასანიასთან სავარაუდოდ ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გავრცელებული ჩანაწერები სიცრუეა. „ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს...მართლა ჰგონია, რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება“,-წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე წერია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რედაქციას სანდო წყარომ მიაწოდა. "ჩანაწერში მონაწილეობენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ამავდროულად КГБ-ს ყოფილი გენერალია. საუბრისას თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით საუბრობს ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს", - წერს პორტალი.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)