|
2018-10-25 10:48:31, 1106 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: აშშ-სთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე
„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივნის და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის ვიზიტს საქართველოში. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ არის შესაძლებელი კიდევ უფრო გაღრმავდეს სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. „ბატონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და ჩვენ გვქონდა არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ვიზიტის შედეგად ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს უფრო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. ჯონ ბოლტონი საქართველოს ხვალ ეწვევა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)