|
2015-01-21 10:42:40, 3114 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს, გენერალური შტაბის უფროსი, მონსში, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს (SHAPE) ესტუმრა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდლმა (SACEUR), გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა უმასპინძლა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გენერალ კაპანაძეს ვმასპინძლობ. ჩვენი მტკიცე პარტნიორობა საქართველოსთან გაგრძელდება. საქართველო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია. როგორც ალიანსი, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორები და კოლექტიური თავდაცვა“, - განაცხადა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები გამართა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) ხელმძღვანელობასთან. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატში მიმდინარე ოპერაციებს გაეცნო და სამხედრო-სამედიცინო განათლების გაერთიანებულ ცენტრსაც ესტუმრა. ვიზიტის მეორე დღეს გენერალი ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ სამხედრო კომიტეტის სხდომას (Military Committee/CHODs Session) დაესწრება, სადაც ნატოს არაწევრი ქვეყნები „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობის საკითხებს განიხილავენ. ნატოს შტაბ-ბინაში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ჩეხ, ბელგიელ, ფრანგ, პოლონელ და უკრაინელ კოლეგებთან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)