|
2018-10-24 13:37:42, 1032 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: ივანიშვილს მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცხოვრობს პარალელურ რეალობაში
„ივანიშვილი აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც მაფიოზური ტიპის მართველი“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მისი შეფასებით, ივანიშვილი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს და ქვეყანაში მთავარი პრობლემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიაჩნია. „ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, ის რო მრავალჯერ მოძალადე ფარცხალაძე არაფერში დამნაშავე არ არის, ის რომ სუბელიანის მხრიდან საქციელი ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ზაზა სარალიძესთან არაფერი გასამართლებელი თავი სახელმწიფოს არ ააქვს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ესე აზროვნებს. ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ესეთი მაფიოზური ტიპის მართველი და ვფიქრობ რომ საზოგადოებამ დაინახა რაოდენ სახიფათოა რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში. ადამიანის ხელში, რომელსაც უბრალოდ მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცუდსა კარგს და ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. მიაჩნია ნორმალურად მაგალითად, რომ მისი მთავრობის ხელისუფლების წევრები გასული ექვსი წლის მანძილზე ზღაპრულად გამდიდრდნენ. მიაჩნია, რომ მოქალაქეების ბრალია ის რომ სიღარიბეში ცხოვრობენ და არა სახელმწიფოსი ან მთავრობის, ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, მიაჩნია რომ პრობლემა არის რომ „რუსთავი 2“ არ აშუქებს იმ პარალელურ რეალობას, რომელიც მას მიაჩნია სინამდვილედ“, - განაცხადს სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ინტერვიუ გუშინ სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მისცა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)