|
2018-10-24 01:20:06, 1611 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი მარიხუანას წარმოებაზე - თუ ვნახავთ, რომ ეს ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ - ვიდეო
„მარიხუანას თემაზე გუნდის რეაქცია ადეკვატური იყო, კანონპროექტი არის შეჩერებული“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა კანაფის კულტივაცია. „რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომ შევიდა პარლამენტში ეს კანონმდებლობა და მათ რიცხვში მეც ვმონაწილეობდი განხილვაში, კიდევ ვიმეორებ, რომ არის წარმოება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით. რენტაბელობა ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა 500 პროცენტზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთ-ორ და სამ წელიწადში. მინდა, ჩამოვთვალო ქვეყნები, რომლებიც მარიხუანას აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია. როდესაც გუნდშიც გვქონდა ამაზე განხილვა, გუნდის ზოგიერთ წევრს არ აწყობდა ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი, ამბობდნენ, რომ ისინი განვითარებული ქვეყნები არიან, მე ვთქვი, რომ უზბეკეთიც დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით. რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო გუნდის რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან, თუ ვნახავთ და დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არ წავა არც ახლა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)