|
2018-10-23 23:23:59, 1238 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი „რუსთავი 2“-ს: მთავრობის და პარლამენტის წევრების ბინები ისე გამოიტანეთ, არც ერთ მათგანთან შეკითხვა არ დაგისვამთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი მთავრობისა და პარლამენტის წევრების ქონებასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ერთადერთი, ვინც „რუსთავი 2“-მა რესპოდენტად აირჩია, ირაკლი სესიაშვილი იყო. „თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ, აჩვენებთ ტელემაყურებელს, სოციალურ ქსელებში იყო ამაზე დიდი რეაქცია. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე გამომჟღავნდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. არც ერთი მათგანი არ მოგიწვევიათ პასუხის გასაცემად, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გააკეთეთ გადაცემა, გამოიტანეთ მთავრობის და პარლამენტის წევრების ბინები, აჩვენეთ ტელემაყურებელს, ისე, რომ არც ერთ მათგანთან შეკითხვა არ დაგისვამთ და როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, ტელეკომპანიას დაუკავშირდა მანანა კობახიძე, ლევან იზორია, თქვენ ეს არ შეასრულეთ. ერთადერთი ვინც აირჩიეთ რესპონდენტად ეს იყო ირაკლი სესიაშვილი და ეს მოხდა გუშინ და სხვათაშორის ვინც უყურა ამ გადაცემას, სესიაშვილმა ასით ნოლი მოგიგოთ, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომზადებული და მობილიზებული იყავით. 20 წლის წინ აშენებული სახლი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ალბათ თინეიჯერი ან სტუდენტი იყო, აჩვენეთ როგორ კორუფციაში ჩაფლული და მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. არც ერთი კითხვა არ დაგისვამთ. ეს არის თქვენი მუშაობის მანერა, თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, მაყურებლის დიდი ნაწილი გყავთ მძევლად აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, აჩვენებთ სიცრუეს 99 პროცენტი, ეს კარგი მაგალითია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)