|
2018-10-23 16:25:44, 1439 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს და ენმ-ის მიერ „ამომრჩეველზე ზემოქმედების ამსახველ ჩანაწერს“ ავრცელებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს, კომენტარი ხუმრობით გააკეთა. „მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და ვფიქრობ, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, მე თქვენ მოგასმენინებთ ამ აუდიოჩანაწერს რადგან არ მაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, დიდი ეკრანი დავდგა“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც ის მერიის თანამშრომელს უკავშირდება და ეკითხება თუ ვის აძლევს არჩევნებზე ხმას. „ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუციათ სატრანსპორტო კომპანიაში, რომ მათ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. არ ვიცი, ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ დღის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიაში დასაქმებულ პირებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)