|
2018-10-23 13:17:58, 1083 ნახვა
საზოგადოება
„სტარტაპერი“ დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტს - 15 000 ლარამდე სტარტაპსესხს სთავაზობს უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე და სტარტაპერებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს. 15 000 ლარამდე სტარტაპსესხით სარგებლობისას, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას, ისე ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. სესხით სარგებლობა ნებისმიერი სფეროსა და მიზნობრიობის ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების, მომსახურების, წარმოებისა და ელ.კომერციის მიმართულებით (გარდა სტანდარტული ვაჭრობისა). პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. დაინტერესების შემთხვევაში, სტარტაპერებმა განაცხადი პროგრამის ვებ-გვერდზე https://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენლები მათ დაუკავშირდებიან. განაცხადის შევსებისას ბიზნესგეგმისა და სხვა მონაცემების დამატებით წარდგენა არ მოითხოვება. რაც შეეხება სესხის პროცენტს, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბიზნესისა თუ იდეის რისკიანობაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და სხვადასხვა ფაქტორზე. პროგრამა „სტარტაპერი" თიბისი ბანკმა 2 წლის წინ დაიწყო. მიზანი დამწყები კომპანიების მხარდაჭერა და სტარტაპეკოსისტემის განვითარება იყო. დღეს პროგრამა უკვე 17 000 სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. 75 მილიონი ლარით „სტარტაპერმა" უკვე 400-მდე კომპანიას გაუწია ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე www.Startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამის მონაწილე სტარტაპების შესახებ.
(R)
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)