|
2018-10-23 12:59:16, 1145 ნახვა
კომენტარი
კობა გვენეტაძე - კონკრეტული მიზეზების დადგენა, თუ რატომ უფასურდება ლარი, შეუძლებელია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, კონკრეტული მიზეზების დადგენა, თუ რატომ უფასურდება ლარი - შეუძლებელია. როგორც გვენეტაძემ განმარტა, ლარის კურსის ვარდნას ფასების მატებაზე გავლენა არ აქვს. “საქართველოში ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლე ვადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს ეკონომიკამ შეიწოვო. ეროვნულ ბანკს არ გააჩნია რაიმე ნიშნული, მაჩვენებელი გაცვლითი კურსის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ინფლაცია და აი ეს არის აქ გაცილებით მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით რაც გვაქვს ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ბოლო ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტები იმისათვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)