|
2018-10-23 11:23:47, 1197 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან. ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას ეხება. შეხვედრა კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარდა. პროექტი „მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია ეკონომიური მნიშვნელობის მქონე მცენარეთა მავნე ორგანიზმების განსაზღვრის კრიტერიუმების ჩამოყალიბება. შეხვედრაზე მავნე ორგანიზმების მონიტორინგის გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)