|
2018-10-22 17:49:38, 2623 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი შვედეთის ელჩს, ულრიკ ტიდესტორმს შეხვდა
საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და შვედეთის სამეფოს ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებზე. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან ელჩს მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)