|
2018-10-22 16:46:55, 1688 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე - სპექტაკლი ჩავარდა, ეს კომედია დამთავრებულია
„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ, პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს. როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, ჯობდა საარჩევნო კამპანია ევროპულ სტილში ჩატარებულიყო. „ამ საკითხებზე დღეს აქტუალურიც აღარ არის მსჯელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავი 2-ის მეშვეობით. ჩვენც არ გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი იყო შინაარსზე, რომელიც გვესმის ამ ჩანაწერებში, ავთენტურობაში კი არ არის საქმე, შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჯერ აუდიო ვერსიის სახით და ახლა ვიდეო ვერსიის სახით. ჯობდა რომ სხვა გარემოში წარმართულიყო საარჩევნო კამპანია, ევროპულ სტილში და კანდიდატებს ესაუბრათ საკუთარ ხედვებზე და არა იმაზე, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ლევან ყიფიანი მასსა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)