11:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 18:25:52, 394 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს საუდის არაბეთის პრინცმა საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის პრინცს, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცთან საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველო ტრანსრეგიონალური თანამშრომლობის განვითარების მხრივ იძლევა.

ხაზგასმით აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის გაფორმების შემდეგ საქართველოში ინვესტირების გარემო უფრო მიმზიდველი გახდა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მას შემდეგ რაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტმა მოკლედ მიამბო საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე გვესაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებმა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას საქართველოსა და საუდის არაბეთს, ასევე ჩემს კომპანიასა და ამ დიდებულ ქვეყანას შორის“, - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილმა ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა რისთვისაც საუდის არაბეთის პრინცმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics