23:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 09:01:43, 4339 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელევიზიის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ინგა გრიგოლიამ ინტერვიუზე უარი თქვა. ჟურნალისტის განმარტებით, შეხვედრა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მისი საავტორო გადაცემის დასრულებას ემთხვევა. ასეთივე მიზეზი გიორგი გაბუნიამ დაასახელა, რომელიც დღეს "არჩევანის" ეთერს გაუძღვება. "რუსთავი 2" მზად არის ივანიშვილთან ინტერვიუზე ეკა კვესიტაძე გაუშვას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics