|
2018-10-22 14:51:49, 1879 ნახვა
კომენტარი
კობახიძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე: ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებებით დავადასტურებთ
„ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური კანდიდატები კამპანიას მუდმივი აგრესიის რეჟიმში წარმართავენ. მისივე თქმით, ამის საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი. „საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია წარიმართება მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა ეს კამპანია ევროპულ სტილში და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)