|
2018-10-21 18:25:42, 4530 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა
რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა. „მიმდინარეობდა ავტოფარეხის სადემონტაჟო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისთვის რუსთავის ორ საავადმყოფოში გადაყვანილია 12 პიროვნება სხვადასხვა სახის დაზიანებით. ცხრა პიროვნება არის ე.წ. აზოტის საავადმყოფოში, სამი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი არავინ არის. შეტყობინებიდან ოთხ წუთში ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ადგილზე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი, მცირეწლოვანი ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)