|
2018-10-18 17:58:40, 1217 ნახვა
კომენტარი
კახიშვილი - მირზა სუბელიანთან შეხვედრა არასდროს მქონია, არც ის უთქვამთ, რომ ციხის პირობებს აპროტესტებს
„არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, საპატიმრო დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი განსაკუთრებულ პირობებში არ იმყოფება. „მე მოვუსმინე ჩანაწერებს და მე ისეთი დასკვნა გავაკეთე, რომ საუბარი იმაზეა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმრო პირობებით კმაყოფილი მაინცდამაინც არ იყო, შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას შეხვედრა გვქონდა და მოვილაპარაკეთ. მგონი, ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც ყველა პატიმარია. მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში, ყველას აქვს ნორმალური, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები. მაგრამ განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში“, - განაცხადა კახიშვილმა. კახიშვილის განცხადებით, ის მირზა სუბელიანს არც დაკავებამდე 2 დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ არ შეხვედრია. ამასთან, განმარტა, რომ ადვილი შესაშინებელი არ არის და ჟურნალისტ ლალი მოროშკინას დახმარება არ სჭირდებოდა. „რაც შეეხება 2013 წლის ეპიზოდს, მგონი ყველა მიცნობთ და იცით, რომ მაინცდამაინც მე მედიასთან კომუნიკაცია არ მაკლდა და თუ რამე მქონდა სათქმელი, ამის შესახებ მედიაში ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და თავად რამდენიმე სტატიაც იყო მოყვანილი, სადაც ვსაუბრობდი და ვაკრიტიკებდი თუნდაც რაღაც გადაწყვეტილებებს იმდროინდელ პენიტენციურ სისტემაში. ასე, რომ მინდა, პირდაპირ გითხრათ, ერთი - არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს. მეორე მხრივ, არასდროს არ ყოფილა ჩემამდე მოტანილი ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი აპროტესტებს იმ პირობებს, რა პირობებშიც ის მე-8 დაწესებულებაში იყო განთავსებული, მესამე, მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? - არალოგიკურია ეს“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)