|
2018-10-17 22:41:09, 1454 ნახვა
კომენტარი
სავარაუდოდ მირზა სუბელიანი: მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია
„რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და დევნილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან დავით ცუხიშვილს ესაუბრება. აუდიოფაილში სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გაგზავნილი აქვს გერმანიაში, გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს. მისი თქმით, აქვს მიმოწერა თბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს. მირზა სუბელიანი - "შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე. ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი? მირზა სუბელიანი - აბა, რა! ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები? მირზა სუბელიანი - ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე... ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი? მირზა სუბელიანი - აბა რა. მიშა რო ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა... მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს. ვიქტორ ჯაფარიძე - შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო.. მირზა სუბელიანი - ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე..."
ცნობისთვის, ჩანაწერებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)