|
2018-10-17 21:07:02, 1264 ნახვა
კომენტარი
ჯონათან კაცი - საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
ვაშინგტონში, აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში (German Marshall Fund of the United States/GMFUS), საქართველოს შესახებ დისკუსია სახელწოდებით: „Keeping Georgia's Euroatlantic Future on Track“ გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას მოდერაციას გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი უწევდა. უწყების ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მან ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ასევე საქართველოში ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან ვიზიტებს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალზე წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, რაც ჯონათან კაცის თქმით კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ მტკიცე ურთიერთობებს. „მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, მათ შორის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელისა და ნატო-ს თავდაცვის მინისტრების უაღრესად პოზიტიური შეხვედრები საქართველოში; თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ძალზე წარმატებული იყო, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ორმხრივი ურთიერთობები ვაშინგტონთან. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, განსაკუთრებით კი NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ქვეყანა ასევე ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება"- განაცახდა ჯონათან კაცმა. მისივე თქმით, მაღალი დონის ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. ჯონათან კაცის განცხადებით, წარმატებებთან ერთად ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებული საფრთხე კი რუსეთის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. მანვე აღნიშნა, რომ არაერთხელ დარწმუნდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგებში, რომლებიც საქართველოში განხორციელდა. მარშალის სახელობის ფონდში გამართულ ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოდან ვიზიტით მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)