15:38 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 16:42:53, 1113 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ვეტერანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით,  აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ვეტერანები და დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრები.

თორნიკე რიჟვაძემ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

,,დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღეა. ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. უდიდესია მათი დამსახურება  ჩვენი ქვეყნის წინაშე და რა თქმა უნდა, მათი ღვაწლი, მათი თავდადება უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოში „ვეტერანის დღე" 2014 წლიდან ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics