|
2018-10-17 16:08:16, 1301 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი პატარკაციშვილის საქმეზე: 2007 წელს კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგონიაში და ეს განუკითხაობა მალე დასრულდება. "ამ დადგმაში როგორ არის კუდ-ის ვიღაც 2 თანამშრომელი ამბობს სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა რაც არ უნდა მომხდარიყო. იტყოდნენ პირველმა, პრეზიდენტმა, საკააშვილმა? ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ესეთ დავალებებს არ იღებდნენ რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს, თურმე ივანიშვილს იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძაან მარტივია აგონიაში არიან. ეს ხალხი ვინც ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, ალბათ იმიტომ რომ მათ იციან რომ კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ეს ხალხი ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)