|
2018-10-17 09:07:16, 951 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა
„ოქუაშვილი მადლობას უხდიდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მან ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობით სრულიად უანგაროდ, დაიბრუნა საკუთარი ბიზნესი, დაიბრუნა საკუთარი ტელევიზია. ეს ყველაფერი სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის საფუძველზე მოხდა. მას არაერთხელ საჯაროდ აქვს ეს აღნიშნული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ" განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემოა, ხოლო ოქუაშვილის ბრალდებების მიზანი არსებული დავალიანების გადახდისაგან თავის არდიებაა, რისთვისაც ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეკავშირეობს. მისი თქმით, ამ ადამიანმა დააგროვა ვალი ბიუჯეტის წინაშე, ხალხის წინაშე 50 მილიონის ოდენობით და იმისათვის, რომ არ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არ გადაეხადა და არ დაებრუნებინა ხალხის კუთვნილი ფული, მან მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ტელევიზია და ამ გზით სცადა ვალისგან თავის დაძვრენა. „თუმცა ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და რეალურად ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, რადგან სათანადოდ და სრულად უზრუნველყოფილი თავისუფალი ბიზნეს-გარემოა ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველა ბიზნესმენმა გადაიხადოს ის გადასახადი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენება ვალისგან თავის დასაძვრენად - ამას სჭირდება სათანადო პასუხი და მოჰყვა კიდეც რექცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)