|
2018-10-16 16:21:16, 1282 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანს - შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა
პროკურატურამ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ჩანაწერში სავარაუდოდ, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სუბელიანს ეუბნება, რომ მან პირობა არა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეთანხმებასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, არამედ იმაზე მიიღო, რომ მას უასამართლოდ არავინ დასჯიდა. მირზა სუბელიანი: არა რაა, სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა გამწირონ ბიჭო რა ! არ არის ეს სწორი. გეუბნები რაა... მე რაც გავაკეთე მაგათთვის , ვინ იზამდა სხვა? და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ ძმაო და შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუნბები, რომ ასე არ არის?! მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე? ვიქტორ ჯაფარიძე: ეხლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა. შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლომ არავინ დაგჩაგრავდა. ... ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს? რომელი მოსამართლე? რომელი ჭკუადმყოფელი ადამიანი? შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)