|
2018-10-16 16:27:54, 1978 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას ეფექტურს გახდის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მისასალმებელი მოხსენებით მიმართა სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს, რომლებმაც ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტი და ენერგოეფექტურობის სტრატეგია განიხილეს. აღნიშნული პროექტი, რომელიც ევროპელ კონსულტანტებთან ერთად მომზადდა, საქართველოს პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს. თავის მისალმებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე. მისი თქმით, ინდუსტრიასა თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობაში ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის. ნათია თურნავას განცხადებით, ეს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ახალი გენერაციის ობიექტების დაჩქარებულად მწყობრში შესვლის პარალელურად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით დიდ დანაზოგებს მივაღწევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ვფიქრობთ ენერგოეფექტურობის ასახვა ენერგეტიკის განვითარების ზოგად სტრატეგიაში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ენერგეტიკის პერსპექტივებს უკეთესობისკენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. კანონპროექტი ენერგოეფექტურობის შესახებ და თანმდევი ნორმატიული აქტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მომზადდა. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს განახორციელოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები. სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებაში" ფარგლებში გაიმართა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)