20:19 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 11:17:22, 793 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი დიდი სურვილია, მოგების გადასახადის კუთხით, მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ

"ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ მოგების გადასახადის კუთხით, მნშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოვახდინოთ",-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მოგების გადასახადის გაუქმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

თუმცა,  მისივე თქმით, მთავრობა ჯერჯერობით მზად არ არის,  კანონპროექტი წარადგინოს.

"მოგების გადასახადზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით მზად არ ვართ, რომ კანონპროექტი წარვადგინოთ. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა მოგების გადასახადის გაუქმების კუთხით,  ესტონურ მოდელზე მუშაობს. ფინანსთა  მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, მისი უწყება ამ კუთხით, ესტონეთში კონსულტაციებს მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics