|
2018-10-15 13:30:12, 1459 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე ფარულ ჩანაწერზე: დღეს ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე პირებისგან
„თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფრომალური გავლენის ცალკეული პირებისგან“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუადოდ მირზა სუბელიანის და „ქართული ოცნების“ წევრის საუბარია ასახული. როგორც ბაქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილი სიტუაცია უაღერესად საგანგაშოა. „აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაუროთ იმ ჩანაწერებს, რომელიც გუშინ იხილა და მოისმინა ჩვენმა საზოგადოებამ „რუსთავი 2“-ის ეთერით. ეს ჩანაწერები არ ეხება კონკრეტულ საქმეს, არ ეხება კონკრეტულ თანანმდებობის პირებს, არ ეხება კონკრეტულ უწყებებს. ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოსა და თითოეეული ჩვენგანის მომავალს. თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფრომალური გავლენის ცალკეული პირებისგან. ჩვენ ყველას გვახსოვს 2012 წლამდე არსებული პრობლემები, როდესაც საზოგადოებამ სამართლიანად თქვა უარი ზედმეტად ძლიერ სახელწიფოზე, რომელიც ერეოდა ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მივიღეთ მეორე ბევრად უფრო მძიმე და ბევრად უფრო საშიში უკიდურესობა. როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი“, - განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)